ამ სტატიაში მე გასწავლით თუ როგორ უნდა ბოდების "გამოადამიანება". ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეძლებთ დაარქვათ ბოტებს ისეთი სახელები როგორებიც თქვენ მოგესურვებათ და გაუკეთოთ ბოტებს ისეთი დიალოგი ერთმანეთში როგორიც თქვენ გინდათ ანუ ჩატი. ამის გაკეთება არ თუ ისე ძნელია როგორც შენ ფიქრობ. ესეიგი ბოტებზე პასუხს ცემს ფაილი "BotNames.txt" და ჩატზე კი "BotChat.txt". ორივე ფაილი იმყოფება ../Half-life/Cstrike/PODBot.� პაპკაში. ყველაზე მთავარია ის რომ ფაილებში BotNames.txt და BotChat.txt არ გამოიყენო ქართული ან რუსული დამწერლობის შრიფტი, უნდა დაწერო მარტო ინგლისური ასოებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი დამწერლობა იქნება თამაშის დროს რომ მისი წაკითხვა შეუძლებელი იქნება. და კიდევ ერთი შეიძლება ითქვას მთავარი რამ, არ გამოიყენო სახელის დაწერისას გამოტოვება, ვინაიდან თამაშის დროს სახელი იქნება არასრული სახელი იქნება შემოკლებული გამოტოვებამდე. მაგალითად თუ ჩვენ ავიღებთ სახელს "bot name" სახელი იქნება შემოკლებული "bot" ამდე. ყველაფერი ამის გაკეთებისას იყავით ფრთხილები, ვინაიდან თუ გააკეთეთ რამე არასწორედ ბოტები გაუბერავენ. მე გირჩევთ რომ სანამ შეცვლიდეთ რამეს ეს ორი ფაილი დააკოპირეთ და მერე შეცვალეთ თუ რამე არ გამოგივიდათ რომ აღადგინოთ მერე. თავიდან რომ არ მოგიწიოთ ქაუნთერის დაინსტალირება. არ დაწეროთ ბოტების სახელები ძანიან გრძელი, არა იმიტომ რომ მის წაკითხვას მოუნდებით დიდ ხანს, არამედ სახელს წინ დაემატება [POD] და სახელი შეიძლება არ დაეტიოს ეკრანზე. არ დაწერო ბოტების ჩატი ისე როგორც შენ მოგესურვება, შენ უნდა გადათარგმნო ის ზუსტად ისე როგორ არის. იმედია ყველაფერი გარკვევით დავწერე და იმედია გაიგეთ. ვერა ? ვერ გაიგეთ? მაშინ მე გირჩევთ არ იწვალოთ და პირდაპირ გადმოწეროთ "BotNames.txt" და "BotChat.txt" და გადააწეროთ ზევიდან ეს ორი ფაილი. პ.ს. მე ჯერ არ ვიცი სად შეიძლება მოვნახო ეს ორი ფაილი მაგრამ თუ სადმე ვიპოვე ავტვირთად და დავაგდებ, ან მე თვითონ გადავთარგმნი და მოგაწოდებთ თუ არ დამეზარა. წარმატებებს გისურვებთ :)
|